მთავარი კონტაქტი
RSS სიახლე თხოვნები
ფორუმი    
Movies Games






გამოსათხოვარი წერილი ანჯელინას…

(ბრედ პიტებისათვის წაკითხვა სასტიკად აკრძალულია)

მე გავიხურე ჩუმად კარები,
სათქმელი გულის აქვე დავტიე,
ენჯი,ძვირფასო,სულ მეყვარები,
თუმც მიგატოვე და მაპატიე…

 მიზეზი?გითხრა ნეტავ რომელი?
მთავარი მაინც ალბათ ბრედია…
კარგი კაცია…მუშა,მშრომელი,
მაგრამ იცოდე, “დასაბრედია”

   ასეა, ჩემო ძვირფასო ლედი,
ჩვენ მომავალი გვქონდა არადა,
მომწყინდა შტერი,სულელი ბრედი
და უფრო მეტად შენი კარადა.

მიმძიმს…არ ვიცი თვითონ,რას ვშვრები
ვიბრაციულად თრთიან  ხელები
მომენატრება შენი ბავშვები,
ზუნზღლიანები,კამბოჯელები.

ერთხელ “მაბამდა” შენი დაქალი,
არ ენდო…ერქვა მგონი ვანესა.
ჩაბარდი წარსულს…აფსუს,რა ქალი,
თუმც მეყვარები უძაანესად.

“ძროხას” გეძახდი…”სორი” ამისთვის,
ხომ მომიტევებ,ჩემო ავაზა?!
იცი…ვანესამ ერთი ღამისთვის,
მილიონი რომ შემომთავაზა?!

რომც მოიშალო ახლა მუცელი,
მაინც ლიდერად რჩები სიაში,
მე მიგატოვე,გთხოვ გაუძელი…
ნუ ჩავარდები დეპრესიაში.

არვინ მაძალებს…სამშობლო მიხმობს…
“ჰოლივუდიდან” მივალ იქ ნებით,
თუ გაეყრები ოდესმე იმ ხბოს,
მე და შენ კარგი წყვილი ვიქნებით.

ნუ ტირი…ღმერთო,ვაი ამის ბრალს,
სახსოვრად გქონდეს ჩემი ბრიჯები,
დამშვიდდი,ჩავრთავ მალე “ღამის ბალს”
და აისამდე “გემესიჯები”

ჰო მიგატოვე…დავრჩი სულ კენტი,
დავრჩი ეული,დავრჩი ცალია,
მე ჩავაბარე,გავხდი სტუდენტი,

და შენთვის,ძმაო…აღარ მცალია…



სულ კომენტარები :1
   
EaST  
dz mgari prikolia sg

-------------------------------
პროფილი











     
საიტს მართავს სისტემა uCoz | Designed By F1Sk !!