
ჟანა დარკმა სითბო იგრძნო,
თუმცა მწარედ გაეღიმა,
ცას ახედა, გაიფიქრა:
“წამოვიდეს ნეტავ წვიმა!”
სიმწრისაგან კივის ბრუნო:
“მე ხომ არ მაქვს, მართლა ბედი,
გამიშვით და დედამიწა,
იყოს გინდაც ოთხკუთხედი.”

პუშკინმა თქვა: “მომატყუეს,
აღარ მჯერა მე ფიცისო.
აბა ბანძი-გოიმია,
თოფის სროლა არ იცისო?!”

ჰოლმსმა ბრძანა: “მე ბრძოლას ვწყვეტ
და სიკვდილთან დავდე ზავი,
იქ დამმარხეთ, სადაც არის
დამარხული ძაღლის თავი.

დი კაბრიომ გაიფიქრა:
“კიდევ მინდა ვნახო მზეო,
მოდი ამ ქალს გადავაგდებ,
მე ავძვრები ფიცარზეო.”

მარატმა თქვა: “წყალი მიყვარს,
აღარ მაწევს გულზე ლოდი,
მანდ ვინ არის? დედა შენ ხარ?
ჩამიხეხე ზურგი მოდი!”

შექსპირმა თქვა: “ჩემი სქესი,
მსურს სადავო გახდეს მერე,
პიესებზე ევას ნაცვლად,
ვილიამი დააწერე…”
…….
(ფრაზები,რომლებიც გამოჩენილმა ადამიანებმა,სიკვდილის შემდეგ თქვეს)

ლენინმა თქვა: “რას მამწნილებთ,
რა ხალხი ხართ, სუფთა ზანტი,
ან დამმარხეთ, ან დამმალეთ,
გვამი ვარ თუ ექსპონანტი.”

ჰიტლერმა თქვა: “გეფიცებით,
არ მომიკლავს ჩემით თავი,
ანალგინი მეგონა და
იყო თურმე საწამლავი”

რუსთაველმა ბავშვებს უთხრა:
“ვინც მაგინებს შტერიაო,
ეს პოემა მე სკოლისთვის,
კი არ დამიწერიაო”

და ვინჩმა თქვა: გვირაბში ვარ,
არ ჩამირტყეს არსად ვიზა,
ნეტავ ერთი რას იძიებთ?
კაცი იყო მონა ლიზა….

ვანგამ: “ამ ლექსს რიღასთვის წერ?
გაჩერდი და მიგდე ყური,
დაიწვებით მალე, რადგან
დათბობაა გლობალური…”
|