მთავარი კონტაქტი
RSS სიახლე თხოვნები
ფორუმი    
Movies Games






“ვეიქ-ფართი”

დაბადების დღე აქვს ვაკეს,
არ გეგონოთ ლექსი “რიჟა”, 
მოაწყო მან “ვეიქ-ფართი”
და უბნებიც დაპატიჟა.

 დაღონებული დაბრუნდა გლდანი,
ატყვია თითქოს გულზე იარა,
რადგან არ ჰქონდა მაგარი “ზმანი”
“Fეის-კონტროლი” ვერ გაიარა.

თუმც დაპატიჟა ვაკემ პირადად,
ვერ მიდის სტუმრად მაინც ლოტკინი,
სენმა დასძლია, ავადმყოფია,
ლოგინში წევს და სტანჯავს ბოტკინი.

ჩამოფრენილა სტუმრად ბროდვეიც,
სუფრას მიუჯდა თუმცა ეს-ესღა
თემქამ ვერასთან ზარი გაუშვა
საჩუქრისათვის ფული ესესხა.

სანზონა ღელავს, ტირილს აპირებს,
რადგან გაეხა ჯინსი შუაზე,
ისანს ჰალსტუხი უშოვია და
იცინის, აღარ არის ჭკუაზე.

“გამოვძღებიო”-ხარობს გლდანულაც
ცმუკავს, დახტუნავს,თითქოს რწყილია,
სიგარას “ქაჩავს” ნახალოვკა და
რაღა თქმა უნდა დაბოლილია.

 ზემკა მთვრალია, ნატვრით იძახის:
“ასეთი ლხინი, ღმერთმა სულ მომცეს!”
შემოუერთდათ მათ ავლაბარი,
ხმამაღლა ყვირის: “ჯიგრებო, ვონცეს!”

 დიდუბე ცეკვავს ორთაჭალასთან,
ავჭალა მიქსავს, ბობოქრობს რეპი,
ჯიპით მოვიდა საბურთალო და
ვაკეს მიუძღვნა ბაჯაღლოს ცეპი.

განსხვავებულით სვამდა სამგორი,
გახდა წითელი, როგორც მარწყვია,
მთვრალმა თავი ვერ შეიკავა და
იქვე სუფრასთან ურცხვად არწყია.

იუბილარი გაწყრა სასტიკად,
საბრალო სამგორს უწყო გინება,
ეს ფაქტი იყო დიადი ფართის,
უსაზიზღრესი დაგვირგვინება…”
 …
შინ დაბრუნებულ მუხიანს
წამსვე ეცვალა იერი,
წუხს: “შემდგომ “ვეიქ-ფართამდე”
კუჭი ვით გაძლებს მშიერი?!…”




სულ კომენტარები :0
   











     
საიტს მართავს სისტემა uCoz | Designed By F1Sk !!