მთავარი კონტაქტი
RSS სიახლე თხოვნები
ფორუმი    
Movies Games






გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა!


დილით, როგორც კი ავდექი,
პამელამ ყავა მომართვა.
“მიირთვი, საყვარელოო” -
ალერსიანად მომმართა.

შაქარი აკლდა, ავიკლე
საწყალი დედის გინებით,
“ბიტლზის” კონცერტზე წავედი,
ბრედ პიტის ლიმუზინებით.

ობამას დავუმესიჯე:
“რა დედისგან ხარ შობილი?”
ბუს სამი კვერცხი გავყიდე,
ვიყიდე ავტომობილი.

ზარს მიშვებს რონალდინიო,
ფულს მომთხოვს, ასე მგონია,
ჩვენი ნაკრები ფეხბურთში
მსოფლიო ჩემპიონია.

კონცერტის შემდეგ მადონას
მივეცი ავტოგრაფები,
ბრიტნი სპირსს გავაწმენდინე
მთელ სახლში ფანჯრის რაფები.

“ევრონიუსი” დავხურე,
არ მომწონს გადაცემები,
კარიბის ზღვაში ჩავძირე,
მეკობრეების გემები.

ზუსტად ათ წამში გავტეხე,
“მაიკროსოფტის” საიტი,
თემქაზე დავიბარე და
ვამღერე ბარი ვაიტი.

იმდენი ვურტყი ბინ ლადენს,
ძლივს გამომგლიჯეს ხელიდან,
სარკოზის გადმოვაფურთხე
პირდაპირ ეიფელიდან.

ჯეკი ჩანს ვთხოვე, “ბუტკიდან”
ამომიყოლა ნაღები,
ორივე ფეხზე მეკიდა
სემირამიდას ბაღები.

საწყალ ვენერა მილოსელს,
ისევ ვაჩუქე ხელები,
შაკირამ გამიპრიალა
დილისთვის ფეხსაცმელები.

რაცა ვთქვი, არის სიმართლე
მეტის თქმა არა მინდა არა
თქვენს დარწმუნებას არც ვცდილობ,

გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა!



სულ კომენტარები :2
   
giorgi qobalava Robber 
sp

-------------------------------
პროფილი
otari jankhoteli JaNxOo 
imenna sago raaaa
hands

-------------------------------
პროფილი











     
საიტს მართავს სისტემა uCoz | Designed By F1Sk !!