“Jazz” - A Film By Ken Burns - “A Masterpiece by Midnight” (1961-2001) (დოკუმენტალური)
ფილმი ჯაზზე. სად დაიბადა და როგორ განვითარდა ჯაზი. სულ 12 სერია.
ფილმი პირველი - ”ჯაზის დაბადება” (…-1917)
ფილმის აღწერა: ჯაზის ისტორია იწყება მეცხრამეტე საუკუნის 90_იან წლებში, ახალ ორლეანში, სადაც ჰაერიც კი გაჟღენთილი იყო კრეოლური მელოდიებით, მარშის ორკესტრებით, იტალიური ოპერის არიებითა და სხვა ტიპისა თუ ჟანრის მუსიკით.. ამ მრავალფეროვნებიდან დაიბადა რეგტაიმის სინკოპირებული რითმი, ტკივილისა და ტანჯვის უზადოდ გამომხატველი ბლუზის ხმები და ყველაფერი ის, რასაც ძალიან მალე, ახალი საუკუნის განთიადზე დაერქმევა ”ჯაზი”. ამ დროისთვის ცოტას თუ მოუსმენია ეს მუსიკა, მას მხოლოდ შავკანიანი მუსიკოსები ასრულებენ და ისიც მხოლოდ სტორვილის წითელი ფარნების ქუჩის დაწესებულებებში, მაგრამ 1917 წელს მასაც ხურავენ. მუსიკოსები ბედის საცდელად ჩიკაგოში მიემგზავრებიან. ორკესტრი სახელად ”Original Dixieland Jass Band” წერს რამოდენიმე პიესას, რომლებმიც ელვისებური სისწრაფით გახდნენ ჰიტები. ”ჯაზური ციებცხელება” იპყრობს ამერიკას. დგება მეოცე საუკუნე და მასთან ერთად ჯაზის ეპოქა.
ენა: რუსული გახმოვანება: პროფესიონალური (მრავალხმიანი) ხანგრძლივობა: 00:59:05