“Jazz” - A Film By Ken Burns - “A Masterpiece by Midnight” (დოკუმენტალური)
ფილმი მეორე - ”ნიჭი” (1917-1924)
ფილმის აღწერა: იწყება ”მშფოთვარე ოციანები” - მშრალი კანონითა და იატაკქვეშეთის დაწესებულებებით, თავისუფალი ვნებებითა და ჩქარი რითმებით, ათწლეული, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც ”ჯაზის საუკუნე”. ამიერიდან ჯაზზს აქვს ორი სადავე, ორი პოლუსი, ორი დიდი დედაქალაქი: ჩიკაგო და ნიუიორკი. აქ ცხოვრობენ და ჩედევრებს ერთიმეორეს მიყოლებით ქმნიან ჯაზის გიგანტები: ლუის არმსტრონგი და დიუკ ელინგტონი. პოლ უიტმანის ჩანაწერერების გაყიდვა მილიონობით ტირაჟს აღწევს. საცეკვაო დარბაზები სადაც შავკანიანი მუსიკოსის - ფლეტჩერ ჰენდერსონის ორკესტრი უკრავს ისე გადაჭედილია, რომ კენჭის ჩასაგდები ადგილიც კი არ არის, თუმცა იქ მოხვედრა მხოლოდ თეთრკანიან მსმენელებს შეუძლიათ… 1924 წელს ჰენდერსონი ლუის არმსტრონგს ნიუიორკში იწვევს და მთელი მსოფლიო იგებს რა არის ”სვინგი”. ენა: რუსული გახმოვანება: პროფესიონალური (მრავალხმიანი) ხანგრძლივობა: 00:59:05