“Jazz” - A Film By Ken Burns - “A Masterpiece by Midnight” (დოკუმენტალური)
ფილმი მესამე - ”ჩვენი ენა” (1924-1929)
ფილმის აღწერა: ამერიკაში საფონდო ბირჟის სწრაფი ზრდაა, ცხოვრების ტემპები იმატებს, ყველგან ჯაზი ისმის. სცენაზე გამოდიან ვირტუოზი შემსრულებლები: ბიკს ბაიდერბეკი და ახალგაზრდა ბენი გუდმანი. ბესი სმიტის სიმღერების ნაკრები სახელად ”ბლუზის დედოფალი” საფუძვლად ედება შანკანიანთა ხმის ჩამწერი სტუდიის შექმნას. ისედაც ძალიან პოპულარული ”კოტონ” კლუბი გარლიმზე წარმოუდგენელ პოპულარობას აღწევს მას შემდეგ რაც იქ საღამოები დიუკ ელინგტონის მომაჯადოებელი მუსიკით იჟღენთება. თვით ელინგტონი, რომლის მუსიკებიც რადიომ თითქმის ყველა სახლში შეიტანა, ამიერიდან ხდება ნაციონალური კუმირი. ამავე დროს ლუის არმსტრონგი მისი განუმეორებელი სოლოთი, იმპროვიზაციით, სკეტის შესრულებითა და უბადლო შედევრით - ”West End Blues”, ჯაზის ისტორიის ახალ ფურცელს ფურცლავს. ენა: რუსული გახმოვანება: პროფესიონალური (მრავალხმიანი) ხანგრძლივობა: 00:58:49