“Jazz” - A Film By Ken Burns - “A Masterpiece by Midnight” (1961-2001) (დოკუმენტალური)
მეხუთე ფილმი - ”სვინგი: ნამდვილი სიამოვნება” (1929-1935)
ფილმის აღწერა: ამიერიდან ჯაზს ახალი სახელი აქვს - სვინგი. ახალგაზრდობა თავიანთი კუმირების, ტომი დორსის, ჯიმი ლანსფორდის, ბენი გუდმანის და გლენ მილერის მუსიკაზე ცეკვავდა ჯიტერბეგს, ეს 30-იანების როკენროლია. ბილი ჰოლიდეი, საუკუნის ყველაზე ნიჭიერი და ტრაგიკული მომღერალი აკეთებს თავის პირველ ნაბიჯებს ჯაზში. ხოლო ჩიკაგოში მხარდამხარ შემოქმედი ბენი გუდმანი და ტედი უილსონი რევოლუციას ახდენენ და ამტკიცებენ, რომ ჯაზი რასობრივ დისკრიმინაციას არ აღიარებს. 1937 წლის 11 მაისს ბენი გუდმანი და ჩაკ ვები ”საუკუნის მუსიკალურ დუელში” იბრძვიან. ოთხი ათასი მოცეკვავე, რომლებიც ბოლომდე ავსებს გარლემის საკონცერტო დარბაზ “სავოის”, ხდება მოწმე ორი გიგანტის გრანდიოზული ჭიდილისა, რომლის შემდეგაც გუდმანს იხსენიებდნენ როგორც ”სვინგის მეფეს”.
ენა: რუსული გახმოვანება: პროფესიონალური (მრავალხმიანი) ხანგრძლივობა: 00:59:09