“Jazz” - A Film By Ken Burns - “A Masterpiece by Midnight” (1961-2001) (დოკუმენტალური)
ფილმი მეათე: ”მომაჯადოებელი” (1949-1960)
ფილმის აღწერა: თითქოსდა მთელმა თაობამ მუსიკოსებისა გადაწყვიტა დაემტკიცებინა საკუთარი თავისა და მსმენელთა წინაშე თვით შეუდარებელი ჩარლი პარკერის ჩრდილიდან გამოსვლის არამარტო შესაძლებლობა არამედ აუცილებლობაც. ტელონიუს მონკის ექსცენტრიული და სადა ინდივიდუალობა ისახება სრულიად ახალ და განსაკუთრებულ მუსიკაში, რომელიც დიდად განსხვავდება ყველა წინამორბედისგან. ჯონ ლუისისა და მისი დახვეწილი, ელეგანტური ”თანამედროვე ჯაზ კვარტეტის” წყალობით ბი-ბოპი არსებობის ახალ ხარისხობრივ საფეხურზე ადის. კალიფორნიაში გაჩნდა რბილი და თბილი ”Cool Jazz”, დეივ ბრუბეკი კი ქმნის თავის პირველ ალბომს ”Time Out”, რომელიც წარმოადგნს კლასიკური მუსიკისა და ჯაზის უზადო შერწყმას და რომელიც სწრაფადვე ხდება ბესცელერი. 34 წლის ასაკში ჩარლი პარკერს სიცოცხლეს ჰეროინის ჭარბი დოზა უსწრაფებს. მის მოწაფე და პარტნიორ მაილს დევისს კი ჯაზი გაჰყავს ყოველგვარი საზღვრებიდან და მიუძღვება ახალ-ახალი ჰორიზონტებისკენ.
ენა: რუსული გახმოვანება: პროფესიონალური (მრავალხმიანი) ხანგრძლივობა: 00:58:17