მთავარი კონტაქტი
RSS სიახლე თხოვნები
ფორუმი    
Movies Games






მესინას ინტერვიუ

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის რეალის საკალათბურთო კლუბს ახალი მწვრთნელი ჰყავს, ეტორე მესინამ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა მადრიდის რეალის ოფიციალურ ვებ-გვერდს, სადაც მან ისაუბრა ესპანეთის დედაქალაქში ჩამოსვლის მიზეზებზე და მიზნებზე.

თავს როგორ გრძნობთ ახალი მთავარი მწვრთნელის რანგში?

კლუბის პრეზიდენტთან ერთად სანტიაგო ბერნაბეუზე ფეხით გავლა , ვეტერანების გარემოცვაში ყოფნა- ეს აღუწერელი გრძნობაა. ეს არიან ის ადამიანები, რომლებმაც ამ კლუბს ბევრი ტიტული მოუტანეს და ეს ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი წუთები იყო.

რა იყო თქვენი მოტივაცია, როცა მადრიდის რეალს შეუერთდით?

ფლორენტინო პერესმა და ხორხე ვალდანომ ღიად გამოაცხადეს არნახული პროექტის შესახებ, მათ მართლაც სურთ, რომ საკალათბურთო განყოფილებამ ახალ მწვერვალებს მიაღწიოს და მათ ეს საკუთარი სურვილი ნათლად დააფიქსირეს კლუბის სათავეში მოსვლისთანავე. ყველა ამ ფაქტორმა იქონია გავლენა ჩემს გადაწყვეტილებაზე.

რა არის თქვენი უპირველესი მისია?

უპირველესი მიზანია ვიყოთ კომპეტენტურები ეუროლიგაზე და მოვხვდეთ ოთხ ფინალში , ეს არ მომხდარა ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ უკან დაბრუნება მაინც შესაძლებელია. ჩვენ უნდა შევძლოთ მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ საკუთარი პოტენციალი და ამისთვის კი პირველ რიგში უნდა ვირწმუნოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია.

რაში მდგომარეობს თქვენი ოთხი ეუროლიგის ტიტულების მოგების საიდუმლო?

მე ყოველთვის ვახერხებდი საკუკეთესო გუნდის შეკვრას საუკეთესო კლუბებში, გვერდში კი ისეთი ადამიანები მედგნენ, რომლებმაც იცოდნენ, თუ რა იყო ასეთი კლუბების შესაქმნელად საჭირო. თანამედროვე სპორტში უპირველესი მნიშვნელობა ენიჭება არა იმას , თუ როგორ წვრთნი კლუბს, არამედ იმას, თუ როგორ ახერხებ კლუბის ერთ გუნდად შეკვრას. შეიძლება გყავდეს კარგი მოთამაშეები კარგი მწვრთნელით , მაგრამ სხვა კლუბებმა შენზე უკეთ იასპარეზონ. საჭირო მოთამაშეების შერჩევას დიდი მნიშვნელობა ენიჭება (მგონი ასეთი მიდგომა საფეხბურთო კლუბსაც ესაჭიროება ავტ. შველა). უპირველეს ყოვლისა ისინი ადამიანები არიან. ესაა ჩემი წარმატების უმნიშვნელოვანესი გასაღები.

როგორ აღწევთ მიზანს?

ყველაფერი იწყება იმით, რომ კლუბი იკვრება და მოქმედებს , როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი. ჩვენ მადრიდის რეალი ვართ და არა აქვს მნიშვნელობა თუ ვის ვეთამაშებით, არა აქვს მნიშვნელობა , თუ ვინ იქნება ჩვენი მოწინააღმდეგე , ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ჩვენი იდენტურობის ეს ცნება. ითამაშო მადრიდის რეალისთვის ნიშნავს იმას, რომ შენ შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გაიღო. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ძლიერი კლუბის შესაქმნელად. ჩვენ მოგეგებზე უნდა გავიაროთ პრაქტიკები და ვიყოთ მზად ყოველ წუთს. წინასწარ არავინ იცის, თუ როდის წავა საქმეები ცუდად

ნათქვამია მადრიდის კლიმატი ეხმარება ადამიანებსო, აქ უკეთესია თუ მოსკოვში?

დიახ ეს ძალიან ეხმარება. ვაპირებ , რომ მაქსიმალურად დიდხანს დავრჩე და ვიცხოვრო მადრიდში.

წყარო: Realmadrid.com




სულ კომენტარები :0
   











     
საიტს მართავს სისტემა uCoz | Designed By F1Sk !!