ბიოგრაფია ბრიუს უილისი დაიბადა 1955 წელს 19 მარტს დასავლეთ გერმანიაში, ქალაქ იდარ–ობერშტეინში, სადაც მისი მამა დევიდ უილისი იყო თავისუფალი დაქირავებული მოსამსახურე ამერიკის სამხედრო ნაწილში. გაიზარდა პენს-გროუვში (ნიუ-ჯერსის შტატი, აშშ). სწავლობდა კოლეჯში 'მონტკლერი'. ოჯახში ოთხი შვილიდან ბრიუსი იყო ყველაზე უფროსი. ბრიუს უილისი უკვე რვა წლის ასაკიდან იწყებს სამოყვარულო დრამატულ სტუდიაში მეცადინეობას ( და ეს მიუხედავად მისი ენაბლუობისა!), სცდის სიმღერას ბლუზის ანსამბლ ‘ლუს-გუზ’-ში, სადაც ის აკომპანირებას უკეთებდა თავის თავს ტუჩის გარმონით, თამაშობს სტუდენტურ თეატრალურ კოლექტივში, ხოლო შემდეგ არაბროდვეის სცენაზე ნიუ–ორკში, რის გამოც 1977 წელს ( 22 წლის ასაკში) ის დაანებებს თავს კოლეჯში სწავლას. მცდელობა მიეღო როლები კინოში, სცენაზე, ტელევიზიაში წარუმატებლად მთავრდებოდა. საღამოობით ბრიუს უილისი დარდს ...