ინტერვიუ ევროლიგისა და საბერძნეთის ჩემპიონ გიორგი შერმადინთან
ქართველ ლეგიონერთაგან გასული სეზონი ყველაზე ხვავიანი გიორგი შერმადინისთვის იყო. ათენის „პანათინაიკოსის“ ქარტველმა ცენტრმა იმდენი და ისეთი ტიტულები მოიგო, რომლებიც ბევრ სახელიან კალათბურთელს ვერ მოუპოვენბია. ეს უმთავრესად ევროლიგის ჩემპიონობაზე ითქმის, თუმცა არც საბერძნეთის ჩემპიონობა და თასია ნაკლები. მიუხედავად იმისა, რომ შერმადინს ახალბედობისა და გამოუცდელობის გამო სულ 5 მატჩში მოუწია მოედანზე გასვლა, ის ამ ამ სამი ტიტულით გულდამშვენებული დაბრუნდა საქართველოში. ჩვენი ვებ–გვერდი გიორგის განვლილ სეზონზე და სანაკრებო შანსებზე გაესაუბრა.
ახლა, როცა სეზონი გავლილია, ამ გადმოსახედიდან თუ მიგაჩნია, რომ „პანათინაიკოსში“ შენი გადასვლა გამართლებული იყო?
მართალია, ისე ხშირად არ მიწევდა თამაში, მაგრამ მთლიანობაში კმაყოფილი ვარ. უმაღლესი დონის სპეციალისტები გვავარჯიშებდნენ, პირობები იდეალური იყო და ყოველ დღე ისეთ ცენტრებთან მიწევდა პაექრობა, როგორებიც ნიკოლა პეკოვიჩი და მაიკ ბატისტი არიან.
ეგებ ჯობდა, შედსრებით სუსტ გუნდში გადასულიყავი და მეტი სათამაშო დრო გქონოდა?
ეგეც შეიძლებოდა, მაგრამ ევროპის გრანდში გადასვლაზე უარის თქმაც ძნელი იყო. თან ჯერ ახალგაზრდა ვარ, სასწავლი ბევრი მაქვს და ძლიერ გუნდში ალბათ უფრო მეტს ვისწავლი. ევროპის ვარსკვლავების გვერდში ყოფნა და მათთან ვარჯიში ძალიან დიდი სკოლაა.
როგორ მიგიღეს „პანათინაიკოსში“, როგორ მოერგე იქაურობას?
ჩვეულებრივად, კეთილგანწყობით დამხვდნენ. თავდაპირველად პირადი მწვრთნელი მავარჯიშებდა. „პანათინაიკოსს“ 4 მწვრთნელი ჰყავს და როცა გუნდი გასვლით თამაშებზე მიდიოდა, მე და კიდევ 2 ახალბედა ვრჩებოდით და ერთ–ერთი მწვრთნელი გვიხსნიდა იმ კომბინაციებს, რომლებსაც ჩვენი გუნდი მატჩებისას იყენებდა.
ანუ გასვლითი თამაშებისას არ...
დაყვებოდი გუნდს?
თავიდან რამდენიმე კვირა არა, შემდეგ კი დავყვებოდი, თუმცა იყო ტურები, როცა სამ კალათბურთელს გვტოვებდნენ. სულ თხუტმეტნი ვიყავით და ან მთლიანად მივდიოდით, ანაც 12 მოთამაშეთ მიემგზავრებოდნენ.
დებიუტსაც საკმაო ხანი ელოდი...
ველოდი და არც გამკვირვებია. ისეთ გუნდში ვიყავი, რომ ნებისმიერი ხუთეულის წევრი თუ სათადარიგო, ვარსკვლავი გახლდათ – მე კი გამოუცდელი ახალგაზრდა. თუმცა იმით ვარ კმაყოფილი, რომ რამდენჯერაც მოედანზე გამიყვანეს, თავი ერთხელაც არ შემირცხვენია და სპეციალისტებისგან სულ მაღალ შეფასებებს ვიღებდი.
შეფასებებს ვინ აკეთებდა?
ყოველი მატჩის შემდეგ მოთამაშეებს ათბალიანი სისტემით აფასებენ ჟურნალისტები. სულ 5 მატჩში მივიღე მონაწილეობა და არც ერთხელ არ დამიმსახურებია დაბალი შეფასება. ესეც რომ არა, თავად მწვრთნელები იყვნენ კმაყოფილნი და ყოველი მოედანზე გასვლის შემდეგ მაქებდნენ. საშუალო მაჩვენებლები რომ დავიანგარიშოთ, გუნდში მეორე ვიყავი მოხსნებში, ხოლო მეხუთე – ქულებში.
რომელი იყო შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი ამ ხუთიდან?
დებიუტი. შევედი თუ არა, 1 წუთიც არ იყო გასული, რომ ძალიან ლამაზად ჩავტენე. „პანათინაიკოსის“ ლიტველი გამთამაშებელი, რომელიც იმ მომენტში სათადარიგოთა სკამზე იჯდა, წამოხტა და სარეკლამო ბანერი აათამაშა – ასე გამოხატა აღტაცება ჩემი ჩატენილით. ორიოდ წუთში ისევ ჩავტენე, სულ კი 6 ქულა მოვაგროვე. ამაზე შედეგიანი მატჩი ვითამაშე მოგვიანებით „ოლიმპია ლარისას“ წინააღმდეგ, თუმცა დებიუტს მაინც სხვა განცდა ჰქონდა.
„ოლიმპიასთან“ საკმაოდ დიდ ხანს გათამაშა მწვრთნელმა, თუმცა მერე ისევ სათადარიგოდ გაგამწესა...
ამ მატჩის წინა დღეს ჟელკო ობრადოვიჩი ჩემთან მოვიდა და მითხრა, მზად... იყავი, ხვალ უნდა გათამაშო, თანაც ბევრიო. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ყველაზე მეტი, 29 წუთი მე ვითამაშე. საბოლოოდ 1 მოხსნა დამაკლდა ორმაგ დუბლამდე. 12 ქულად და 9 მოხსნას მოვუყარე თავი.
შემდეგ დადგა უქმობის პერიოდი, პლეი ოფი დაიწყო...
ეს ძალიან სდამწუხარო იყო, მაგრამ გაგებით შევხვდი. „პანათინაიკოსი“ გადამწყვეტ მატჩებში ჩაერთო და მხოლოდ ისეთი მოთამაშეები სჭირდებოდა, რომლებსაც დიდი გამოცდილება გააჩნდათ. მწვრთნელებმა მაინც გამომინახეს საქმე – შენი დახმარება გვჭირდება იმაში, რომ „ოლიმპიაკოსის“ ცენტრის ილეთებით ითამაშო და ამით ვარჯიშებზე ჩვენს მეფარეებს დაეხმაროო. „ოლიმპიაკოსი“ იყო მთავარი კონკურენტი „პანათინაიკოსისთვის“ როგორც საბერძნეთის ჩემპიონატში, ისე ევროლიგაზეც. ხოლო მათი ცენტრის ერთ–ერთი მთავარი იარაღი ლიფსო–სროლები იყო. მეც კარგად მეხერხება ასეთი სროლის შესრულება და ვარჯიშებზე პეკოვიჩსა და ბატისტს ვეპაექრებოდი. საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ „ოლიმპიაკოსი“ ევროლიგის ნახევარფინალშიც დავამარცხეთ, საბერძნეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაშიც და ქვეყნის თასის ფინალშიც გავამწარეთ.
ყველაზე ახლოს რომელ კალათბურთელთან იყავი?
სერბ დუშან კეჟმანთან დავმეგობრდი. მას ახლაც ვეხმიანები, ტელეფონიტ ხშირად ვკითხულობთ ერთმანეთს. დანარცენებთან ყველასთან ნორმალური დამოკიდებულება მქონდა. ხშირად ერტად დავდიოდით რესტორანში და ვვახშმობდით, თუმცა კეჟმანთან შედარებიც ახლოს ვიყავი.
„პანათინაიკოსში“ ეს სეზონი შენთვის, ასე ვთქვათ, გამოსაცდელი იყო და როგორც ვიცი, გამოცდა წარმატებით ჩააბარე...
გასული სეზონი მართლაც გამოსაცდელი იყო, რადგან თავიდან რომ ჩავედი, გარანტირებული 4–წლიანი კონტრაქტი არ გამიფორმეს. მქონდა 1+3–წლიანი ხელშეკრულება და გუნდს უნდა გადაეწყვიტა, გამიგრძელებდა თუ არა კონტრაქტს. როგორც ვთქვი, „პანათინაიკოსმა“ გამოიყენა ხელშეკრულებით მინიჭებული...
უფლება და 3 წლით გუნდში დამიტოვა.
როგორ დაშორდი ათენელებს, როდის გელიან ისინი?
არაფერი უთქვამთ, რაკი იციან, რომ საქართველოს ნაკრებში მაქვს თამაშები და სანამ მათ არ მოვილევ, საბერძნეთში ვერ ჩავალ.
სანაკრებო თემასაც მივადექით და რას იტყვი?
რომელ ნაკრებზე?
ჯერ ახალგაზრდულზე თქვი, სადაც შენც გიწევდა თამაში, თუმცა...
მიწევდა და მეც ვემზადებოდი, რომ ახალგაზრდულს დავხმარებოდი, მაგრამ ეროვნული ნაკრების ინტერესები უფრო მაღლა დგას. ჩვენმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა გადაწყვიტა, რომ მე წლეულს მხოლოდ ეროვნულში მეთამაშა და საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. რაც შეეხება ახალგაზრდულს, ვთვლი, რომ უჩემოდაც შესწევს ძალა, A დივიზიონში რომ გადავიდეს, რადგან ძალიან პერსპექტიული მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული. 18–წლამდელთა ნაკრებიდან 4 ძალიან ძლიერი მოთამაშე დაემატათ: თორნიკე შენგელია, გიორგი შარაბიძე, ნიკა მეტრეველი და კოკა ტომარაძე.
შენი აზრით ეროვნულ ნაკრებს როგორი შანსი აქვს A დივიზიონში გადასასვლელად?
ახალგაზრდულზე გაცილებით უკეთესი შანსი გვაქვს, რომლის არგამოყენებაც არ შეიძლება. მჯერა, თბილისში დარჩენილ ოთხივე თამაშს მოვიგებთ და მერე პლეი ოფშიც უნდა ვიყოჩაღოთ.