მთავარი კონტაქტი
RSS სიახლე თხოვნები
ფორუმი    
Movies Games






კაკას ტიტულების კოლექცია

კაკას წარმატებული საფეხბურთო კარიერა 19 წლის ასაკში დაიწყო, როცა “სან პაულოში” მისი ოფიციალური დებიუტი შედგა. “სამეფო კლუბის” ახალწვეული სულ მალე, საკუთარ საფეხბურთო კარიერაში ახალ გვერდს გადაშლის.

ექსპერტების მტკიცებით, მოთამაშის საფეხბურთო პიკი 26-27 წლის ასაკშია. კაკა ზუსტად 27 წლისაა. აქამდე ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც კი შესაძლებელი იყო. ახლა კი ის იგივეს გაკეთებას მის ახალ კლუბში, მადრიდის “რეალში” ეცდება.

კაკას დებიუტი “სან-პაულოს” რიგებში 2001 წლით თარიღდება. სადებიუტო სეზონში, რიკიმ რიო-სან პაულოსა და პაულისტას ჩემპიონატები მოიგო. 2003 წელს, კაკა “მილანში” გადაბარგდა, სადაც მისი ტიტულების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

კაკას ყველაზე წარმატებული წელი 2007 იყო. “მილანმა” ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო კაკა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მან ასევე მოიგო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და “ოქროს ბურთი”. იმავე წლის ბოლოს, კაკა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

სანაკრებო წარმატებები

კაკას დებიუტი ბრაზილიის ეროვნულ გუნდში 2002 წელს შედგა, ბოლივიის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში. ის იყო 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონი ნაკრების განაცხადში, მიუხედავად იმისა, რომ დიდი როლი არ უთმაშია ბრაზილიელთა ამ წარმატებაში. 3 წლის შემდეგ, კაკამ კონფედერაციის თასი მოიგო. ტურნირის უკლებლივ ყველა შეხვედრაში მან მონაწილეობა მიიღო და გულშემატკვირებს თავი არგენტინის ნაკრების კარში გატანილი დიდებული გოლით დაამახსოვრა.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com




სულ კომენტარები :0
   











     
საიტს მართავს სისტემა uCoz | Designed By F1Sk !!