მადრიდის “რეალის” საკალთბურთო გუნდმა მორიგი შენაძენი გააკეთა. “ბლანკოსმა” მოსკოვის “დინამოდან” ლიტველი კალათბურთელი, დარიუს ლავრინოვიჩი გადაიბირა.
ლავრინოვიჩი 1979 წლის 1 ნოემბერს დაიბადა, ვილნიუსში. მისი კარიერა კლუბ “ალიტაში” დაიწყო, 1996 წელს. ამ გუნდში ლავრინოვიჩი 2003 წლამდე დარჩა, რის შემდეგაც ის ლიტვისა და ევროპის ერთ-ერთ გრანდ, კაუნასის “ჟალგირისში” გადაბარგდა. ამ კლუბში ლავრინოვიჩმა ბალტიის ლიგა და ლიტვის ჩემპიონატი ზედიზედ ორჯერ მოიგო.
2006 წელს, დარიუსი ყაზანის “უნიქსში” გადაბარგდა, სადაც 2 სეზონი დაჰყო, თუმცა ტიტული არ მოუგია. 2007 წლის ევრობასკეტზე კი, ლიტვის ნაკრებთან ერთად, ვერცხლის მედალი მოიპოვა. “რეალში” გადმოსვლამდე ლავრონივიჩმა მოსკოვის “დინამოში” ასპარეზობაც მოასწრო. მისი საშუალო მაჩვენებლები ერთ მატჩში გახლდათ: 8.2 ქულა და 4.2 მოხსნა.
კალათბურთელს, დღეს საღამოს “სანტიაგო ბერნაბუზე” წარადგენენ. მან უკვე წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება.
ტიტულები - 2003/04: ლიტვის ჩემპიონატი - 2004/05: ლიტვის ჩემპიონატი - 2005: ბალტიის ლიგა - 2007: ვერცხლის მედალი, ევრობასკეტი - 2005/06: დაფარებების საუკეთესო საშუალო მაჩვენებელი ლიტვის ჩემპიონატში (2.71 საშუალოდ) - 2005/06: მოხსნების საუკეთესო საშუალო მაჩვენებლი ლიტვის ჩემპიონატში (9.82 საშუალოდ) - 20055/06: ევროლიგის სიმბოლური გუნდი - 2006: მოხსნების საუკეთესო საშუალო მაჩვენებლი ბალტიის ლიგაში (9.76 საშუალოდ) - 2007/08: ულების თასის საუკეთესო მოთამაშე