მთავარი კონტაქტი
RSS სიახლე თხოვნები
ფორუმი    
Movies Games






ევრობასკეტზე 4 მადრიდელი იასპარეზებს

2009 წლის ევრობასკეტი ანუ იგივე ევროპის ჩემპიონატი პოლონეთში გაიმართება 7-დან 20 სექტემბრამდე. ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერხიო სკარიოლომ ეროვნულ გუნდში “რეალის” 4 კალათბურთელს უხმო: ფელიპე რეიესს, ალექს მუმბრუს, რაულ ლოპესსა და სერხიო ლულს.

ესპანეთის ნაკრების სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება: რიკი რუბიო, რაულ ლოპესი, კარლოს კაბესასი, ხუან კარლოს ნავარო, რუდი ფერნანდესი, ალექს მუმბრუ, ვიქტორ კლავერი, ბერნი როდრიგესი, ფელიპე რეიესი, ხორხე გარბახოსა, პაუ გასოლი, მარკ გასოლი, სერხიო ლული, საულ ბლანკო და გილემ რუბიო.

მოთამაშეები ხვალ შეიკრიბებიან და 13 აგვისტომდე ერთად ივარჯიშებენ, რის შემდეგაც ესპანეთი ამხანაგურად კუბას გაეჯიბრება. ევრობასკეტის დაწყებამდე 4 დღით ადრე ანუ 3 სექტემბერს, კალათბურთელები ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ ლიტვის ეროვნულ გუნდთან.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com




სულ კომენტარები :0
   











     
საიტს მართავს სისტემა uCoz | Designed By F1Sk !!