მთავარი კონტაქტი
RSS სიახლე თხოვნები
ფორუმი    
Movies Games






კატალონელი გიჟი ბიჭები…
$IMAGE1$

ბარსას” ფანები ცნობილები როგორც culer -ები ან Penya-ები ესპანეთის მოსახლეობის 25 პროცენტს შეადგენენ. სწორედ ამ 25 პროცენტში შედის ესპანეთის პრემიერ–მინისტრიJosé Luis Rodríguez Zapatero რომელიც “ბარსას” ფანკლუბში არის გაწევრიანებული.

1909 წლამდე ბარსელონა სხვადასხვა სტადიონებზე თამაშობდა რადგანაც მას საკუთარი არ ჰქონდა 1909 წლის 14 მარტს გაიხსნა კლუბის პირველი მოედანი Carrer Indústria (6,000 კაცისთვის) 1922 წელს კი ბარსელონა უკვე 20,000 ადგილიან სტადიონზე Les Corts-ზე გადავიდა. სწორედ ამ მოედანზე შეარქვწეს ბარსას ფანებს cule-ები და ეს იმის გამო მოხდა რომ ხალხი რომელიც სტადიონს ჩაუვლიდა ხოლმე ხედავდა ბოლო რიგში მსხდომიარე გულშემატკივრების საჯდომებს სწორედ ამიტომ მათ შეარქვეს “საჯდომი კაცები” . ესპანურათ ეს სიტყვა შემდეგ ნაირად იწერება culé.

Penya-ები შედარებით გვიან 1944 წლისთვის გაჩნდნენ ეს იყო ხალხი რომლებიც შედგებოდნენ ძველი ბარსას ფეხბურთელებისგან და აგრეთვე სხვა გულშემატკივრებისგან. მათი არსებობის მიზანი გარდა იმისა რომ კლუბისთვის ეგულშემატკივრათ იყო აგრეთვე ფინანსური დახმარება რომელსაც ისინი კლუბს უწევდნენ. ყველაზე უფრო ცნობილი Penya ები არიან Boixos Nois-ის წევრები. Boixos Nois-ი არის ბარსას მხარდამჭერთა კლუბი რომელიც შეიქმნა 25 წლის წინ ანუ 1985 წელს. მისი წევრები ცნობილები არიან თავიანთი არანორმალური საქციელებით. ნოუ კამპის ჩრდილოეთ ტრიბუნა პირველი იარუსი ეს ის ადგილებია სადაც ტურისტებს დაჯდომას არ ურჩევენ ხოლმე რადგანაც სწორედ აქ იკრიბება ბარსას ფირმა Boixos Nois-ი. Boixos კატალონიურიდან თარგმანში ნიშნავს გიჟებს ხოლო Nois კი ნიშნავს ბიჭს. ვისაც მათი ნახვა გსურთ შეგიძლიათ დააკვირდეთ კარების უკან გაკრულ შპალერს.

$IMAGE2$

ისინი არიან დაუნდობლები და უმოწყალონი… ჩხუბობენ კასტეტებით და უფრო ეკლებიანი “დუბინკებით”… ტიპიური სკინჰედები არიან.
$IMAGE3$



სულ კომენტარები :0
   











     
საიტს მართავს სისტემა uCoz | Designed By F1Sk !!