|
|
სალომე ზურაბიშვილი-დიალოგი |
[/c][c]აღწერა: ეს არის სალომე ზურაბიშვილის სიმღერა დიალოგზე გადაიწერეთ მაგარი სასაცილოა. |
|
გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა! |
დილით, როგორც კი ავდექი,
პამელამ ყავა მომართვა.
“მიირთვი, საყვარელოო” -
ალერსიანად მომმართა.
შაქარი აკლდა, ავიკლე
საწყალი დედის გინებით,
“ბიტლზის” კონცერტზე წავედი,
ბრედ პიტის ლიმუზინებით.
|
|
ეჰ, რა ვართ ეს ქართველები… |
ეგვიპტეში სკანდალია,
ჟურნალისტთა ბუმია,
აკლდამაში ადგა წეღან,
ფარაონის მუმია.
დაზაფრული გარბის ხალხი,
თითქოს ცხენთა დერბია,
“გაგვატარეთ, ჩვენ საქმე გვაქვს”-
ქართველები შერბიან. |
|
გამოსათხოვარი წერილი ანჯელინას… |
(ბრედ პიტებისათვის წაკითხვა სასტიკად აკრძალულია)
მე გავიხურე ჩუმად კარები,
სათქმელი გულის აქვე დავტიე,
ენჯი,ძვირფასო,სულ მეყვარები,
თუმც მიგატოვე და მაპატიე…
მიზეზი?გითხრა ნეტავ რომელი?
მთავარი მაინც ალბათ ბრედია…
კარგი კაცია…მუშა,მშრომელი,
მაგრამ იცოდე, “დასაბრედია” |
|
“ვეიქ-ფართი” |
დაბადების დღე აქვს ვაკეს,
არ გეგონოთ ლექსი “რიჟა”,
მოაწყო მან “ვეიქ-ფართი”
და უბნებიც დაპატიჟა.
დაღონებული დაბრუნდა გლდანი,
ატყვია თითქოს გულზე იარა,
რადგან არ ჰქონდა მაგარი “ზმანი”
“Fეის-კონტროლი” ვერ გაიარა. |
|
ცნობილი ადამიანების ბოლო ფრაზები |
ჟანა დარკმა სითბო იგრძნო,
თუმცა მწარედ გაეღიმა,
ცას ახედა, გაიფიქრა:
“წამოვიდეს ნეტავ წვიმა!”
სიმწრისაგან კივის ბრუნო:
“მე ხომ არ მაქვს, მართლა ბედი,
გამიშვით და დედამიწა,
იყოს გინდაც ოთხკუთხედი.”
|
|
|
|
| |