მთავარი კონტაქტი
RSS სიახლე თხოვნები
ფორუმი    
Movies Games







“Jazz” - A Film By Ken Burns - “A Masterpiece by Midnight” (1961-2001) (დოკუმენტალური)

მილმი მეთერთმეტე: ”თავგადასავალი” (1956 - 1962)

ფილმის აღწერა: ომის შემდგომი განვითარება გრძელდება, მაგრამ სახეზეა ასევე მაშტაბური ცვლილებები: ტელევიზია, ემიგრაცია ქალაქიდან ქალაქგარე უბნებში, თაობებს შორის კონფლიქტი. ახალი ნიჭიერი მუსიკოსების თაობა საფუძველს უქმნის უქმნის მუსიკის ახალ მიმართულებებს. 1956 წელს ყველა ჰიტპარადში ელვის პრესლი მეფობს, თუმცა ამავე დროს მოთხოვნა დიუკ ელინგტონის ჩანაწერებზე რეკორდულ მაშტაბების აღწევს. მუსიკალური სცენის წინა პლანზე გადმოდიან ჯაზ-ბალადების უბადლო შემსრულებელი სარა ვოუნი, გენიალური საქსაფონისტი სონი როლინსი და ეპოქის ყველაზე გამოკვეთილი ვარსკვლავი - მაილს დევისი. ერთად შერწყმული ნიჭისა და ”მაგარი ბიჭის” იმიჯის გამო (რომელიც მაილს დევისს ხდის ახალი ტიპის ვარსკვლავად), ჯაზზს მილიონობით ახალი თაყვანისმცემელი ემატება. სამოციანების დასაწყისში მძლავრი ნაკადითა და დიდი ტალღებით შემოდის ავანგარდული ჯაზი, ჯონი კოლტრეინისა და ორნეტ კოლმენის წინამძღვრობით. ეს ახალი ტერიტორიების აღმოჩენა და ათვისებაა.. და ეს უკვე სულ სხვა მუსიკაა.. პირველად ჯაზის არსებობის ისტორიის განმავლობაში მუსიკოსებს გაუჩნდათ კითხვა: ეს რასაც ჩვენ უკრავთ ისევ ჯაზია თუ ..??..

ენა: რუსული
გახმოვანება: პროფესიონალური (მრავალხმიანი)
ხანგრძლივობა: 00:58:17

ფაილი:
ფორმატი: XviD (avi)
ხარისხი: DVDrip
გამოსახულება: Width: 576px, Height: 432px [4/3]
ვიდეო: FPS: 25.00, BitRate: 1522Kbps, Quality: 0.25b/px, Codec: XviD MPEG-4
აუდიო: Channels: 2, Sample Rate: 48000Hz, BitRate: 132Kbps, Codec: MPEg 1 or 2 [MP3]
ზომა: 562.84 МB



“Jazz” - A Film By Ken Burns - “A Masterpiece by Midnight” (1961-2001) (დოკუმენტალური)

ფილმი მეათე: ”მომაჯადოებელი” (1949-1960)

ფილმის აღწერა: თითქოსდა მთელმა თაობამ მუსიკოსებისა გადაწყვიტა დაემტკიცებინა საკუთარი თავისა და მსმენელთა წინაშე თვით შეუდარებელი ჩარლი პარკერის ჩრდილიდან გამოსვლის არამარტო შესაძლებლობა არამედ აუცილებლობაც. ტელონიუს მონკის ექსცენტრიული და სადა ინდივიდუალობა ისახება სრულიად ახალ და განსაკუთრებულ მუსიკაში, რომელიც დიდად განსხვავდება ყველა წინამორბედისგან. ჯონ ლუისისა და მისი დახვეწილი, ელეგანტური ”თანამედროვე ჯაზ კვარტეტის” წყალობით ბი-ბოპი არსებობის ახალ ხარისხობრივ საფეხურზე ადის. კალიფორნიაში გაჩნდა რბილი და თბილი ”Cool Jazz”, დეივ ბრუბეკი კი ქმნის თავის პირველ ალბომს ”Time Out”, რომელიც წარმოადგნს კლასიკური მუსიკისა და ჯაზის უზადო შერწყმას და რომელიც სწრაფადვე ხდება ბესცელერი. 34 წლის ასაკში ჩარლი პარკერს სიცოცხლეს ჰეროინის ჭარბი დოზა უსწრაფებს. მის მოწაფე და პარტნიორ მაილს დევისს კი ჯაზი გაჰყავს ყოველგვარი საზღვრებიდან და მიუძღვება ახალ-ახალი ჰორიზონტებისკენ.

ენა: რუსული
გახმოვანება: პროფესიონალური (მრავალხმიანი)
ხანგრძლივობა: 00:58:17

ფაილი:
ფორმატი: XviD (avi)
ხარისხი: DVDrip
გამოსახულება: Width: 576px, Height: 432px [4/3]
ვიდეო: FPS: 25.00, BitRate: 1522Kbps, Quality: 0.25b/px, Codec: XviD MPEG-4
აუდიო: Channels: 2, Sample Rate: 48000Hz, BitRate: 132Kbps, Codec: MPEg 1 or 2 [MP3]
ზომა: 618.84 МB



“Jazz” - A Film By Ken Burns - “A Masterpiece by Midnight” (1961-2001) (დოკუმენტალური)

ფილმი მეცხრე: „რისკი“ (1945-1949)

ფილმის აღწერა: დგება „ცივი ომის“ ეპოქა, რომელიც ჯაზში ბიბოპის წყვეტილი, დაყოფილი და დისონირებადი რითმებით ისახება მისივე ფუძემდებლის და ყველაზე დიდი წარმომადგენლის ჩარლი პარკერის შფოთიანი ცხოვრების ფონზე. იმპროვიზაციები აზარტული თამაშების რისკიან გარემოში, ნარკოტიკების, ქუჩური გარჩევების, ქაოტური და სწრაფი ცვლილებებები ყველა მიმართულებით აყალიბებს ახალ წესრიგს.. ახალგაზრდობას გამოუჩნდათ ახალი კუმირები - ფრენკ სინატრა და პოპ - მუსიკა. ლუის არმსტრონგი ქმნის ორკესტრს სახელწოედებით „ყველა ვარსკვლავი“, აკომპლექტებს თეთრკანიანი მუსიკოსებით, რის გამოც 1949 წელს მის კონცერტებს ნიუ-ორლეანში კრძალავენ რასისტები. იმავე დროს პროდიუსერი ნორმან გრანცი მოითხოვს ყველა მუსიკოსის მიმართ თანაბარ მოპყრობას, თანასწორობას. მისი „ჯაზისა და ფილარმონიის“ გასტროლებმა მთელ ამერიკას აჩვენა არა მარტო ბრწყინვალე ჯაზი, არამედ დაანახა

ენა: რუსული
გახმოვანება: პროფესიონალური (მრავალხმიანი)
ხანგრძლივობა: 00:58:17

ფაილი:
ფორმატი: XviD (avi)
ხარისხი: DVDrip
გამოსახულება: Width: 576px, Height: 432px [4/3]
ვიდეო: FPS: 25.00, BitRate: 1522Kbps, Quality: 0.25b/px, Codec: XviD MPEG-4
აუდიო: Channels: 2, Sample Rate: 48000Hz, BitRate: 132Kbps, Codec: MPEg 1 or 2 [MP3]
ზომა: 697.88 МB



“Jazz” - A Film By Ken Burns - “A Masterpiece by Midnight” (1961-2001) (დოკუმენტალური)

ფილმი მერვე: „ქაოსის გახელოვნება“ (1943-1945)

ფილმის აღწერა: ევროპა ომშია გახვეული. ფაშისტების მიერ აკრძალური ჯაზი ხდება წინააღმდეგობის მუსიკა. პარადოქსი იმაში მდგომარეობს რომ ღირებულებები, რომლებისთვისაც ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ ჯაზი ევროპაში იბრძვის მისსავე სამშობლოში ფეხქვეშ ითელება. დიუკ ელინგტონი წერს სიმფონიურ კრებულს სახელად „Black, Brown & Beige“, რომელსაც იგი შავკანიანი ამერიკელების ცხოვრების გამოძახილად თვლის. ლუი ჯორდანის წყალობით პოპულარული ხდება მუსიკა, რომელსაც მალე მონათლავენ როგორც „Rithm & Blues“ , ჩარლი პარკერსა და დიზი გილესპის კი შემოაქვთ ჯაზის ახალი მიმართულება „Bee Bop“, ხოლო როდესაც მათ შესახებ ფართო საზოგადოება იგებს, ჯაზი ხდება სრულიად სხვა, ახალი და ამოუცნობი.

ენა: რუსული
გახმოვანება: პროფესიონალური (მრავალხმიანი)
ხანგრძლივობა: 00:58:17

ფაილი:
ფორმატი: XviD (avi)
ხარისხი: DVDrip
გამოსახულება: Width: 576px, Height: 432px [4/3]
ვიდეო: FPS: 25.00, BitRate: 1522Kbps, Quality: 0.25b/px, Codec: XviD MPEG-4
აუდიო: Channels: 2, Sample Rate: 48000Hz, BitRate: 132Kbps, Codec: MPEg 1 or 2 [MP3]
ზომა: 678.38 МB



“Jazz” - A Film By Ken Burns - “A Masterpiece by Midnight” (1961-2001) (დოკუმენტალური)

ფილმი მეშვიდე: ”ვსვინგირებით ვუწყობთ ფეხს დროს” (1940-1942)


ფილმის აღწერა: მეორე მსოფლიო ომმა ამერიკასაც მიაღწია. სულ ცოტა ხნის წინ, საროსკიპოებში ხშირად ჟღერისათვის, შემსრულებლებისადმი რასობრივი შეხედულებებისა და თავაშვებული თავისუფლების სულისკვეთების გამო ამერიკის ინტელიგენციისათვის აქამდე მიუღებელი მუსიკა - ჯაზი - უცებ ხდება მნიშვნელოვანი სტრატეგიული იარაღი. ჯარისკაცების საბრძოლო სულისკვეთებას ამაღლებს გლენ მილერისა და დები ენდრიუსების მუსიკა, ორკესტრანტები ან ჯარში ეწერებიან ან წერენ ”გამარჯვების დისკებს”, მაგრამ სანამ მთელი ამერიკა მარშირებს ”ამერიკული პატრულის” ხმების ქვეშ, გარლემში დიზი გილესპი და საქსაფონისტი ჩარლი პარკერი იწყებენ დაკვრას სრულიად ალებურად: ჩქარი, ნერვიული და ხშირად ქაოსური მანერით.

ენა: რუსული
გახმოვანება: პროფესიონალური (მრავალხმიანი)
ხანგრძლივობა: 00:58:17

ფაილი:
ფორმატი: XviD (avi)
ხარისხი: DVDrip
გამოსახულება: Width: 576px, Height: 432px [4/3]
ვიდეო: FPS: 25.00, BitRate: 1522Kbps, Quality: 0.25b/px, Codec: XviD MPEG-4
აუდიო: Channels: 2, Sample Rate: 48000Hz, BitRate: 132Kbps, Codec: MPEg 1 or 2 [MP3]
ზომა: 529.28 МB



“Jazz” - A Film By Ken Burns - “A Masterpiece by Midnight” (1961-2001) (დოკუმენტალური)

ფილმი მეექვსე - ”სვინგი: ზეიმის რითმი” (1937-1941)

ფილმის აღწერა: დიდი დეპრესია გრძელდება, ჯაზი კი უფრო და უფრო ვითარდება, იზრდება და იპყრობს სულ უფრო და უფრო დიდ მაშტაბებს. ყველა ჭკუიდან გადაყავს საქსაფონის ხმას. ამერიკა მქუხარე აპლოდისმენტებით ხვდება ვირტუოზ საქსაფონისტებს - ლესტედ იანგსა და კოლმან ჰოკინსს. ჯაზური მუსიკის შემსრულებელთა შორის სცენაზე სულ უფრო და უფრო ხშირად გვევლინებიან სუსტი სქესის წარმომადგენლები, თუმცა ისინი ხშირად განიცდიან რასობრივ და გენდერულ დისკრიმინაციას კრიტიკოსებისა და თვით კოლეგებისგანაც. სწორედ ასეთ დროს ახერხებს ელა ფიცჯერალდი ახალ-გარდაცვლილი ჩაკ ვების ორკესტრის სათავეში ჩადგომას და იწყებს თავბრუდამხვევ სოლო კარიერას. ჯაზი აღიარებულ იქნა ეროვნულ სიმდიდრეთ: პირველად ამერიკის ისტორიაში, ნიუიორკის წმინდათ-წმინდა საკონცერტო დარბაზ ”კარნეგი ჰოლში” ჟღერს ჯაზი.

ენა: რუსული
გახმოვანება: პროფესიონალური (მრავალხმიანი)
ხანგრძლივობა: 00:59:09

ფაილი:
ფორმატი: XviD (avi)
ხარისხი: DVDrip
გამოსახულება: Width: 576px, Height: 432px [4/3]
ვიდეო: FPS: 25.00, BitRate: 1522Kbps, Quality: 0.25b/px, Codec: XviD MPEG-4
აუდიო: Channels: 2, Sample Rate: 48000Hz, BitRate: 132Kbps, Codec: MPEg 1 or 2 [MP3]
ზომა: 610 МB



“Jazz” - A Film By Ken Burns - “A Masterpiece by Midnight” (1961-2001) (დოკუმენტალური)

მეხუთე ფილმი - ”სვინგი: ნამდვილი სიამოვნება” (1929-1935)

ფილმის აღწერა: ამიერიდან ჯაზს ახალი სახელი აქვს - სვინგი. ახალგაზრდობა თავიანთი კუმირების, ტომი დორსის, ჯიმი ლანსფორდის, ბენი გუდმანის და გლენ მილერის მუსიკაზე ცეკვავდა ჯიტერბეგს, ეს 30-იანების როკენროლია. ბილი ჰოლიდეი, საუკუნის ყველაზე ნიჭიერი და ტრაგიკული მომღერალი აკეთებს თავის პირველ ნაბიჯებს ჯაზში. ხოლო ჩიკაგოში მხარდამხარ შემოქმედი ბენი გუდმანი და ტედი უილსონი რევოლუციას ახდენენ და ამტკიცებენ, რომ ჯაზი რასობრივ დისკრიმინაციას არ აღიარებს. 1937 წლის 11 მაისს ბენი გუდმანი და ჩაკ ვები ”საუკუნის მუსიკალურ დუელში” იბრძვიან. ოთხი ათასი მოცეკვავე, რომლებიც ბოლომდე ავსებს გარლემის საკონცერტო დარბაზ “სავოის”, ხდება მოწმე ორი გიგანტის გრანდიოზული ჭიდილისა, რომლის შემდეგაც გუდმანს იხსენიებდნენ როგორც ”სვინგის მეფეს”.

ენა: რუსული
გახმოვანება: პროფესიონალური (მრავალხმიანი)
ხანგრძლივობა: 00:59:09

ფაილი:
ფორმატი: XviD (avi)
ხარისხი: DVDrip
გამოსახულება: Width: 576px, Height: 432px [4/3]
ვიდეო: FPS: 25.00, BitRate: 1522Kbps, Quality: 0.25b/px, Codec: XviD MPEG-4
აუდიო: Channels: 2, Sample Rate: 48000Hz, BitRate: 132Kbps, Codec: MPEg 1 or 2 [MP3]
ზომა: 619 МB



“Jazz” - A Film By Ken Burns - “A Masterpiece by Midnight” (1961-2001) (დოკუმენტალური)
 
[c]მეოთხე ფილმი - ”ბრწყინვალე მანუგეშებელი” (1929-1935)[/c]
 
ფილმის აღწერა: დიდი დეპრესიის დროს ჯაზი ერთადერთი მომასულიერებელია გატეხილი და დათრგუნული ამერიკისათვის. ლუის არმსტრონგი ახდენს გადატრიალებას თვით პოპულარული მუსიკის გაგებაში და ხდება ამერიკული ესტრადის პირველი ვარსკვლავი. გარლემის საუკეთესო სახცეკვაო დარბაზებს იპყრობს ახალი ცეკვა ” Lindy Hop” ჩაკ ვების ორკესტრის შესრულებით. დიუკ ელინგტონის მუსიკამ გადააბიჯა ჟანრის ჩარჩოებს და მიაღწია ისეთ სიმაღლეებს რომ კრიტიკოსები მას მოიხსენიებენ როგორც ახალ სტრავინსკის. ბენი გუდმანის ტურნე საქვეყნოტ ცნობილი გახადა მისმა ბრწყინვალე გამოსვლამ ლოსანჯელესში. მისი ბიგ-ბენდის ხმებს ჭკუიდან გადაყავს ”პალომარის” დარბაზში შეკრებილი ასობით ადამიანი, რომლებიც არა მარტო ცეკვავენ დღე და ღამე გადაბმულად, არამედ უკვე სვინგირებენ, რადგანაც დგება სვინგის ერა.
ენა: რუსული
გახმოვანება: პროფესიონალური (მრავალხმიანი)
ხანგრძლივობა: 00:59:09

ფაილი:
ფორმატი: XviD (avi)
ხარისხი: DVDrip
გამოსახულება: Width: 576px, Height: 432px [4/3]
ვიდეო: FPS: 25.00, BitRate: 1522Kbps, Quality: 0.25b/px, Codec: XviD MPEG-4
აუდიო: Channels: 2, Sample Rate: 48000Hz, BitRate: 132Kbps, Codec: MPEg 1 or 2 [MP3]
ზომა: 700 МB



“Jazz” - A Film By Ken Burns - “A Masterpiece by Midnight” (დოკუმენტალური)

ფილმი მესამე - ”ჩვენი ენა” (1924-1929)

ფილმის აღწერა: ამერიკაში საფონდო ბირჟის სწრაფი ზრდაა, ცხოვრების ტემპები იმატებს, ყველგან ჯაზი ისმის. სცენაზე გამოდიან ვირტუოზი შემსრულებლები: ბიკს ბაიდერბეკი და ახალგაზრდა ბენი გუდმანი. ბესი სმიტის სიმღერების ნაკრები სახელად ”ბლუზის დედოფალი” საფუძვლად ედება შანკანიანთა ხმის ჩამწერი სტუდიის შექმნას. ისედაც ძალიან პოპულარული ”კოტონ” კლუბი გარლიმზე წარმოუდგენელ პოპულარობას აღწევს მას შემდეგ რაც იქ საღამოები დიუკ ელინგტონის მომაჯადოებელი მუსიკით იჟღენთება. თვით ელინგტონი, რომლის მუსიკებიც რადიომ თითქმის ყველა სახლში შეიტანა, ამიერიდან ხდება ნაციონალური კუმირი. ამავე დროს ლუის არმსტრონგი მისი განუმეორებელი სოლოთი, იმპროვიზაციით, სკეტის შესრულებითა და უბადლო შედევრით - ”West End Blues”, ჯაზის ისტორიის ახალ ფურცელს ფურცლავს.
ენა: რუსული
გახმოვანება: პროფესიონალური (მრავალხმიანი)
ხანგრძლივობა: 00:58:49

ფაილი:
ფორმატი: XviD (avi)
ხარისხი: DVDrip
გამოსახულება: Width: 576px, Height: 432px [4/3]
ვიდეო: FPS: 25.00, BitRate: 1522Kbps, Quality: 0.25b/px, Codec: XviD MPEG-4
აუდიო: Channels: 2, Sample Rate: 48000Hz, BitRate: 132Kbps, Codec: MPEg 1 or 2 [MP3]
ზომა: 699 МB



“Jazz” - A Film By Ken Burns - “A Masterpiece by Midnight” (დოკუმენტალური)

ფილმი მეორე - ”ნიჭი” (1917-1924)

ფილმის აღწერა: იწყება ”მშფოთვარე ოციანები” - მშრალი კანონითა და იატაკქვეშეთის დაწესებულებებით, თავისუფალი ვნებებითა და ჩქარი რითმებით, ათწლეული, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც ”ჯაზის საუკუნე”. ამიერიდან ჯაზზს აქვს ორი სადავე, ორი პოლუსი, ორი დიდი დედაქალაქი: ჩიკაგო და ნიუიორკი. აქ ცხოვრობენ და ჩედევრებს ერთიმეორეს მიყოლებით ქმნიან ჯაზის გიგანტები: ლუის არმსტრონგი და დიუკ ელინგტონი. პოლ უიტმანის ჩანაწერერების გაყიდვა მილიონობით ტირაჟს აღწევს. საცეკვაო დარბაზები სადაც შავკანიანი მუსიკოსის - ფლეტჩერ ჰენდერსონის ორკესტრი უკრავს ისე გადაჭედილია, რომ კენჭის ჩასაგდები ადგილიც კი არ არის, თუმცა იქ მოხვედრა მხოლოდ თეთრკანიან მსმენელებს შეუძლიათ… 1924 წელს ჰენდერსონი ლუის არმსტრონგს ნიუიორკში იწვევს და მთელი მსოფლიო იგებს რა არის ”სვინგი”.
ენა: რუსული
გახმოვანება: პროფესიონალური (მრავალხმიანი)
ხანგრძლივობა: 00:59:05

ფაილი:
ფორმატი: XviD (avi)
ხარისხი: DVDrip
გამოსახულება: Width: 576px, Height: 432px [4/3]
ვიდეო: FPS: 25.00, BitRate: 1522Kbps, Quality: 0.25b/px, Codec: XviD MPEG-4
აუდიო: Channels: 2, Sample Rate: 48000Hz, BitRate: 132Kbps, Codec: MPEg 1 or 2 [MP3]
ზომა: 593 МB



« 1 2 ... 5 6 7 8 9 ... 19 20 »







     
საიტს მართავს სისტემა uCoz | Designe By F1Sk !!